20 მაისი 2026, 14:28
რამდენად თანმიმდევრულია ბრიტანეთის პოლიტიკა - რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის განახლებასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ დიდი ბრიტანეთის საელჩოს კითხვით მიმართა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
რამდენად თანმიმდევრულია ბრიტანეთის პოლიტიკა - რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის განახლებასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ დიდი ბრიტანეთის საელჩოს კითხვით მიმართა. როგორც ცნობილია, 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი. ეს გადაწყვეტილება ფარისევლობად ფასდება საქართველოს ხელისუფლებაში.
ამ ფონზე „ქართულ ოცნებაში“ იხსენებენ ბრიტანეთის მთავრობის მოთხოვნას, საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მოთხოვნას ხელისუფლებასთან ბრიტანეთი ელჩი აჟღერებდა.





