11 მაისი 2026, 17:45
ილია ინჯია სლოვაკეთში ვიზიტზე: შეხვედრები მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო წინ წაწევს ჩვენი ქვეყნის არჩეულ გზას
პოლიტიკა

ილია ინჯია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” ლიდერი, ილია ინჯია სლოვაკეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს.
„საინტერესო შეხვედრები იყო, მოლოდინი გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ის გამოცდილებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა გაიარეს. შეხვედრები მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო წინ წაწევს ჩვენი ქვეყნის იმ გზას, რომელიც არჩეული გვაქვს“, - აღნიშნა ინჯიამ.





