08 მაისი 2026, 08:50
ვოლსკი ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონზე: მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
საკუთარივე ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე იმ პოზიციაზე არიან, რომ მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ესტონეთის პარლამენტის მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებულ გამჭვირვალობის კანონს ეხმაურება.
„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის საკმაოდ უტიფარი, მზაკვრული პოზიცია, რომელიც საქართველოში სისხლის ღვრისა და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ესტონეთი პოლიტიკაში გარე დაფინანსებას კრძალავს.





