ვახტანგ ბაჩიაშვილი: სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში აისახება მისი ფუნქცია და უფლებამოსილება მხარი დაუჭიროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეროვნული დონის კრიზისული სიტუაციების პოლიტიკურ დონეზე მართვის შემთხვევაში
პოლიტიკა

ვახტანგ ბაჩიაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში აისახება მისი ფუნქცია და უფლებამოსილება მხარი დაუჭიროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეროვნული დონის კრიზისული სიტუაციების პოლიტიკურ დონეზე მართვის შემთხვევაში, - განუცხადა „ქრონიკას“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, შედეგად, სახელმწიფო მინისტრი საკმაოდ ფართო უფლებამოსილებით აღიჭურვება.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში აისახება მისი ფუნქცია და უფლებამოსილება მხარი დაუჭიროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეროვნული დონის კრიზისული სიტუაციების პოლიტიკურ დონეზე მართვის შემთხვევაში. შედეგად ჩვენ ვიღებთ საკმაოდ ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილ სახელმწიფო მინისტრს, რაც აისახა კიდეც მის სტატუსში, რომ ის არ იქნება უბრალოდ მთავრობის წევრი, მას დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. ეს გააძლიერებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და აღმასრულებელი ხელისუფლების ისეთ სტრატეგიულ მიმართულებას, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება“, - აღნიშნა მან.





