გიორგი ვოლსკი USAID-ის სკანდალურ ფაილებზე: არის მთელი სისტემა შექმნილი იმისა, თუ როგორ უნდა ვრცელდებოდეს გარკვეული აზრი, როგორ უნდა ყალიბდებოდეს, ფორმირება ხდებოდეს ამა თუ იმ ტრენდისა და მერე ამ ტრენდის საშუალებით მთელი სქემაა დახაზული, ვინ ძალა უნდა იხმაროს, ვინ პროპაგანდაში ჩაერთოს და ვინ ციხეში უნდა მოხვდეს, დაუპირისპირდება რა კანონს და ვინ უნდა გამოცხადდეს პოლიტიკურ პატიმრად
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ვიდეო/კადრი
არის მთელი სისტემა შექმნილი იმისა, თუ როგორ უნდა ვრცელდებოდეს გარკვეული აზრი, როგორ უნდა ყალიბდებოდეს, ფორმირება ხდებოდეს ამა თუ იმ ტრენდისა და მერე ამ ტრენდის საშუალებით მთელი სქემაა დახაზული, ვინ ძალა უნდა იხმაროს, ვინ პროპაგანდაში ჩაერთოს და ვინ ციხეში უნდა მოხვდეს, დაუპირისპირდება რა კანონს და ვინ უნდა გამოცხადდეს პოლიტიკურ პატიმრად, - განაცხადა „იმედი LIVE-ში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა USAID-ის სკანდალურ ფაილებთან დაკავშირებით.
გიორგი ვოლსკის თქმით, შექმნილი იყო სპეციალური სქემა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებით მანიპულირებდნენ.
„საზოგადოების მანიპულაციის ეს სქემა, რომელიც საქართველოს მაგალითზე წარმოაჩინეს, ეს მაგალითი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ღალატის, ქვეყნის ინტერესების დათმობის, პირადი ანგარებისა და თუ ვიღაცის პოლიტიკური მსახურების მიზნით არის ის რეალობა, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ.
არის მთელი სისტემა შექმნილი იმისა, თუ როგორ უნდა ვრცელდებოდეს გარკვეული აზრი, როგორ უნდა ყალიბდებოდეს, ფორმირება ხდებოდეს ამა თუ იმ ტრენდისა და მერე ამ ტრენდის საშუალებით მთელი სქემაა დახაზული, ვინ ძალა უნდა იხმაროს, ვინ პროპაგანდაში ჩაერთოს და ვინ ციხეში უნდა მოხვდეს, დაუპირისპირდება რა კანონს და ვინ უნდა გამოცხადდეს პოლიტიკურ პატიმრად.
ეს სქემა იმდენად აშკარა გახდა, რომ შეიძლება ბევრი ვერ ერკვევა „Meta-ს“ შესაძლებლობებში, მაგრამ რეალურად ფაქტია, რომ შემოიჭრა საქართველოში და არამარტო საქართველოში ის ტექნიკური რესურსი, რომელსაც იყენებდნენ და იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.





