08 იანვარი 2018, 00:16
ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა
პოლიტიკა

თბილისის აეროპორტი
გაზიარება
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა. მათ შორის ორი რეისი არ შესრულდა თეირანი-თბილისის მიმართულებით, ასევე გაუქმდა ოთხი რეისი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით.
ნისლის გამო რეისი გაუქმდა დუბაიდან და ალმაატიდან. უამინდობის გამო შესაძლოა სხვა რეისებიც გაუქმდეს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
თბილისში რამდენიმე საათია ძლიერი ნისლია და ხილვადობა გართულებულია.





