ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი სტრასბურგში - თბილისის საკრებულოსა და საქართველოს რეგიონების მერების დელეგაცია ევროსაბჭოშია. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი სტრასბურგში. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს რეგიონების მერების დელეგაცია ევროსაბჭოშია. ქართული დელეგაციის მონაწილეობით შეიქმნა პოლიტიკური ჯგუფი, რომელშიც 6 ქვეყანაა გაერთიანებული.
პოლიტიკური ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს. მისი განცხადებით, ჯგუფის პატრიოტი ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა იქნება.
„მეგობარ ქვეყნებთან ერთად ჩამოყალიბდა ეს ახალი ჯგუფი, რომელსაც ჰქვია „პატრიოტები“, იმისთვის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა წინა პლანზე იყოს წამოწეული. სწორედ ეს საფუძველი ექნება ამ ჯგუფს მოქმედებისთვის. ჯგუფში გაწევრიანებულები არიან ჩვენი კოლეგები უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან. პირველი შეხვედრა იყო საკმაოდ ნაყოფიერი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ჯგუფი გაიზრდება, გაძლიერდება, რაც დამატებითი შესაძლებლობაა, რომ უფრო ქმედითი, ნაყოფიერი და აქტიური იყოს საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა კონგრესის სესიებში“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
კონგრესისა და ქართული დელეგაციის მუშაობის შესახებ დეტალები ანა ბერძენიშვილის რეპორტაჟში.




