10 მარტი 2026, 18:01
გიორგი ჯინჭარაძე: სოლიდარობა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო
პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ „იმედსა“ და „პოსტივის“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო სოლიდარობა გამოუცხადა. ამ თემაზე გიორგი ჯინჭარაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სოლიდარობა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ და ყველა თანამშრომელს იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე აქტორების მიზანს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.




