07 მარტი 2026, 20:45
ლევან ლორთქიფანიძე: სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ
პოლიტიკა

ლევან ლორთქიფანიძე
IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.
„მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. რაც არ უნდა ღაზას სექტორის და გერმანიის მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია იმ ეკონომიკური და სოციალური ვითარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.





