მაია ბითაძე ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ: ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის
პოლიტიკა

მაია ბითაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ.
„ჩვენ ძალიან გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება ის კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომისიას, რომ დადოს დასკვნა, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს ფასების კლების პროცესზე. თუმცა, ამ პროცესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის”, - განაცხადა ბითაძემ.
კომისიის წევრები დღეს მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.





