სიონის საკათედრო ტაძარში ახალციხის საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ ილია მეორის ნაჩუქარი ხატი გადაეცა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სიონის საკათედრო ტაძარში ახალციხის საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნაჩუქარი ხატი გადაეცა. ფეხბურთელები პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ დალოცეს.
გუნდის მიღწევებსა და წარმატებებზე გაამახვილეს ყურადღება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, საფეხბურთო გუნდ „სამცხის“ საპატიო პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა. მერმა ფეხბურთელებს საჩუქრად ბურთები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ „სამცხემ“, რომელიც მეოთხე ლიგაში გამოდის და მაღალ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის, 2025 წელს ყველა თამაში მოგებით დაასრულა და სხვადასხვა ტურნირში ღირსეული ადგილი დაიკავა.





