ნიკოლოზ მეტრეველი: თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში, დადგა მისთვის ნანატრი დღეც, „იმედი" სთავაზობს დებატებს, მაგრამ გაირკვა, რომ ბ.-ნი ვარდენისთვის მთავარი დაბრკოლება, ბრიტანული სანქციებია
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თვეებია ვისმენთ, როგორ იწვევს ყოვლად ურეიტინგო ვარდენ მაჭავარიანი მმართველ გუნდს დებატებში. ლამის ყოველდღე გვიმტკიცებს, რომ მზადაა, არგუმენტებით დაანგრიოს ოპონენტები და საჯარო სივრცეში ყველაფერს გასცეს პასუხი, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება „იმედის“ დებატებში მონაწილეობაზე მაჭავარიანის უარს.
„მოკლედ, დადგა მისთვის ნანატრი დღეც და ტელეკომპანია "იმედი" სთავაზობს დებატებს. ლოგიკურად, ახლა უნდა გვენახა არგუმენტების კორიანტელი, რომლის ანონსიც ამდენი ხანია გვესმის. მაგრამ არა. მოულოდნელად გაირკვა, რომ ბატონი ვარდენისთვის მთავარი დაბრკოლება თურმე ბრიტანული სანქციებია. ანუ გამოდის, სანქციები იმდენად ძლიერია, რომ კამერის წინ დგომასა და კითხვებზე პასუხსაც უშლის ხელს. ნამდვილად საინტერესო პოლიტიკური ფენომენია: დებატებს ითხოვ მაშინ, როცა დებატები არ ინიშნება. ხოლო როცა ინიშნება, ჩნდება მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ამოუხსნელი გეოპოლიტიკური გრავიტაცია, რომელიც სტუდიისკენ გადაადგილებას ართულებს“, - წერს მეტრეველი.





