მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩზე: მას ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარდგენილი.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, „ფლეშკებით“ უნდა მოეტანა ეს? მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა: „თუნდაც“.
„თუკი არსებობს ასეთი, რა ფორმითაც უნდა იმ ფორმით შეუძლია მოგვაწოდოს. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს მასალის მოწოდების“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, კომენტარის გარეშე დატოვა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.





