დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
პოლიტიკა

ფოტო: „იმედი“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
როგორც მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, როდესაც სანქციებზე არის საუბარი, ამას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე, საუბარია მედიის სანქციებზე, რასაც სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.





