არჩილ გორდულაძე კილაძეზე: წლებია ის სიცრუეს იყენებს იმისთვის, რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
არჩილ გორდულაძე ელისო კილაძის მიერ ბიტკოინებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჟურნალისტები წლებია იყენებს სიცრუეს სხვების გასაშავებლად.
„წლებია ის სიცრუეს იყენებს იმისთვის, რომ გააშავოს ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფრით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს. სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზების მცდელობები არ არის ახალი საზოგადოებისთვის. არაერთხელ გვინახავს მცდელობები, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულებს, საქმეებს არქმევენ პოლიტიკურ საქმეებს, შემდეგ ვხედავდით სასამართლოების, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
თაღლითური „ქოლცენტრების“ საქმეზე დაკავებული ელისო კილაძე საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს. ჟურნალისტი ცდილობს მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაუკავშიროს. საქმე ეხება 2025 წელს კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ „სქრინს“, სადაც 2015 წლის მონაცემებია გამოქვეყნებული. კილაძე ამტკიცებდა, რომ ბიტკოინები მდინარაძეს ეკუთვნოდა, თუმცა არსად იყო მითითებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
კილაძის გამოქვეყნებული მასალა აღებულია ბიტკოინებისა და კრიპტოვალუტის გადარიცხვების შესახებ საიტიდან, სადაც არაერთი მსგავსი სახის მასალის აღებაა შესაძლებელი, რაც ადასტურებს რომ კილაძემ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასევე დადასტურდა, რომ ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ „სქრინში“ მითითებული კოდი, რეალურად 2015 წელს წყალდიდობისას დაზარალებულთა დახმარებას უკავშირდება, თარიღის მიხედვით შეიძლება ითქვას,რომ თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი ცნობილი მოვლენებისას, დაზარალებულებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.




