თენგიზ შარმანაშვილი ახალაიას განცხადებებზე: როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ რელსებზე გადასვლა შეუძლებელია
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკასთან“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლების დამხობის თაობაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ რელსებზე გადასვლა შეუძლებელია“.
„რაც ეს ძალადობრივი სიტუაცია იყო მასში დაბუდებული, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, ეს არ განელებია და დღესაც ამ შემართებით არის. როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ რელსებზე გადასვლა შეუძლებელია. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი და ესეც ნათელი მაგალითი იქნება იმის, რომ ისინი კონსტიტუციურ ჩარჩოებში არასდროს მოექცევიან“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.





