თენგიზ შარმანაშვილი: სამწუხაროა, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა. ასე შეაფასა დეპუტატმა შვედეთში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებული განცხადებები.
„როდესაც მათი [შვედეთის] ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ხალხს, რომ მეტი გამოდით, მეტი აგრესიულობა შეიტანეთ ურთიერთობებშიო, „მაიდანიც“ კი ახსენა, ამ ყველაფერს რეალურად ხელს უწყობდა შვედეთის ხელისუფლება და ახლა დიდი გულუბრყვილობა და ბავშვობა იქნებოდა, რომ მათგან რაიმე ობიექტურ შეფასებას ველოდოთ. სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.





