ზვიად შალამბერიძე: ვნახეთ უმაღლეს დონეზე აშშ-ის და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა, ყველა ასეთი პოზიტიური შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყოველთვის ვაცხადებთ, საქართველო ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, მხარეებს შორის პოზიტიური შეხვედრები ამ პროცესს ხელს უწყობს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დელეგაცია იყო საქართველოში ჩამოსული, ჩვენი მინისტრის მოადგილეც იყო ამერიკაში ვიზიტით და ახლა ვნახეთ უმაღლეს დონეზე ჩვენი დელეგაციების შეხვედრა. ფაქტია, რომ ყველა ასეთი პოზიტიური შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.





