დავით მათიკაშვილი: საზოგადოებისთვის ნათელია, თუ როგორ ცდილობენ დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში ცალკეული ფონდებით, ცალკეული ქვეყნის ბიუჯეტიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც USAID-ი და NED-ი დაიხურა აშშ-ში
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელია, თუ როგორ ცდილობენ დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში ცალკეული ფონდებით, ცალკეული ქვეყნის პირდაპირი ბიუჯეტიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც USAID-ი და NED-ი დაიხურა შეერთებულ შტატებში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ პასუხის გაცემა უჭირთ, მალავენ საკუთარ არაკეთილსინდისიერ და მტრულ დამოკიდებულებას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ.
„როდესაც მხარს არ უჭერ ქვეყნის საზოგადოებას, მის მიერ არჩეულ ხელისუფალს და ცდილობ დააფინანსო ძალადობა და ძალმომრეობა, ამით ყველაფერი გასაგები და ნათელია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის დასმულ კითხვაზე, გაუციათ თუ არა გრანტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, პასუხი მხოლოდ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა. თუმცა, მათი პასუხი ბუნდოვანია.




