გიგა ფარულავა: ჩვენ მივიღებთ კომისიაში მონაწილეობას, შესაბამისად, მთავარია რამდენად რეალური შედეგის მომტანი იქნება მათ შორის სამთავრობო კომისიის მუშაობა
პოლიტიკა

გიგა ფარულავა
ფოტო: IMEDI/კადრი
ჩვენ მივიღებთ კომისიაში მონაწილეობას, შესაბამისად, მთავარია რამდენად რეალური შედეგის მომტანი იქნება მათ შორის სამთავრობო კომისიის მუშაობა, - განუცხადა „ქრონიკას“ გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პარალელურად, სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების დაკლებაზე მუშაობას იწყებს პარლამენტი.
„ჩვენ მივიღებთ კომისიაში მონაწილეობას, შესაბამისად, მთავარია რამდენად რეალური შედეგის მომტანი იქნება მათ შორის სამთავრობო კომისიის მუშაობა. რამდენად რეალურად მიიღებს ეფექტურად მიიღებენ შედეგებს ჩვენი მოქალაქეები“, - აღნიშნა ფარულავამ.
შეიქმნება სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც 14 დეპუტატით დაკომპლექტდა, კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.





