თენგიზ შარმანაშვილი „გრანტების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებზე: ოჯახის შესანახად გამოგზავნილ თანხებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და ეს იმდენად ნათელია, რომ ამას ვერავითარი სპეკულაციით ვერ გადაფარავენ
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოჯახის შესანახად გამოგზავნილ თანხებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და ეს იმდენად ნათელია, რომ ამას ვერავითარი სპეკულაციით ვერ გადაფარავენ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „გრანტების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
„სკანდალური თავხედობა იყო, რომ ევროკომისარი ხმამაღლა ამბობს, რომ ეძებს მექანიზმებს, როგორ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის დანაწესები. ზოგმა როგორ გააკეთა - იმისთვის, რომ თავი აერიდებინა ამ რეგულაციებისთვის, ჯერ ხმამაღლა განაცხადა უარი, რომ არ მოახდენდა შემოსავლების დეკლარირებას და შემდეგ უცხოეთის, ძირითადად ბალტიის ქვეყნებში გადაარეგისტრირეს თავისი ორგანიზაციები, მაგრამ მოქმედებების არეალი საქართველოა, სხვა არ არის”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.





