ლევან მახაშვილი მაია სანდუს განცხადებაზე: ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება და შეუძლია სხვა საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მედიასთან შეაფასა.
„ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს. ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება და შეუძლია სხვა საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.




