16 იანვარი 2026, 08:43
გიორგი ვოლსკი: მსოფლიოს რაც სჭირდება, ეს არის მშვიდობა. ევროკავშირს, ბოლო პერიოდში, არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამს
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
უკრაინა-რუსეთის ომი ერთ-ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც თუ მონაწილეობს ეროკავშირი, მხოლოდ იმ პოზიციიდან, რასაც ჰქვია ომის პარტიის პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„მსოფლიოს რაც სჭირდება, ეს არის მშვიდობა. ევროკავშირს, ბოლო პერიოდში, არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამს“, - დასძინა მან.
ცნობისათვის, გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.





