28 ნოემბერი 2026, 23:19
თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო
პოლიტიკა

იმედი/ვიდეოკადრი
გაზიარება
თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც მცირე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა.
აქციაზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი და „ფედერალისტების“ წევრები თენგო კირთაძე დაუპირისპირდნენ, ვიდეო კადრებში ჩანს „ფედერალისტების“ კიდევ ერთი წევრი ზურაბ სიხარულიძე.
დაპირისპირებისას აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან ისმოდა რეპლიკები „მიშასგან რა გინდათ“.





