შალვა პაპუაშვილი: თუ ნატო-ს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თუ ნატო-ს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ღია კარის პოლიტიკა აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა ღია კარგის პოლიტიკა და როგორც ჩანს, იყო ცრუ იმედების მიცემა მთელი ხალხებისთვის. ბორის ჯონსონის ბოლო განცხადების, როდესაც ის საუბრობს, რომ არც არავინ გეგმავდა ოდესმე უკრაინის მიღებას ნატო-შიო, მათ შორის ზელენსკიმაც თქვა, რომ ბაიდენმაც უთხრა მსგავსი, რომ არავინ აპირებდა უკრაინის ნატო-ში მიღებას, განსაკუთრებით მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა.
როგორც ჩანს, სინამდვილეში არც არავინ აპირებდა არც უკრაინის და არც საქართველოს მიღებას ნატო-ში. ჩვენ ნატო-ს გავყევით ყველგან, სადაც არ მოგვეთხოვებოდა ყოფნა, მაგრამ გვინდოდა გვეჩვენებინა ნატო-სთვის და მისი წევრებისთვის, რომ როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ნატო-ს წევრობა, ამას ვგულისხმობთ კიდეც. ჩვენ ეს ვაჩვენეთ ერაყში, ავღანეთში, სადაც ნატო-ს წევრებთან შედარებითაც კი ვიყავით სამეულში კონტინგენტის რაოდენობით და დიდი ფასი გადავიხადეთ. ამის საპირწონედ გვესმოდა მუდმივი საბაბები, რატომ არ გვიღებდნენ ნატო-ში მაშინ, როდესაც საქართველო ყველანაირად აკმაყოფილებდა ნატო-ს წევრობის კრიტერიუმებს როგორც სამხედრო თავსებადობით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, აბსოლუტურად ყველაფრით. თუ ნატო-ს უნდა ერთ თვეში იღებენ წევრებს, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში იყო. როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ ეს სურვილი სერიოზული არ იყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.




