18 დეკემბერი 2025, 23:29
რევაზ სოხაძე: მომავალ წელს დაიწყება ხაშური-ახალციხის გზის სრული რეაბილიტაცია, რაც მის განვლადობას კიდევ უფრო გაზრდის
პოლიტიკა

რევაზ სოხაძე
ფოტო: IMEDI/კადრი
გაზიარება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხაშური-ახალციხის გზის სრული რეაბილიტაცია დააანონსა.
„მომავალი წელი მნიშვნელოვანი იქნება შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის კუთხით. აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით სამუშაოები. მინდა დავაანონსო, რომ მომავალ წელს დაიწყება ხაშური-ახალციხის გზის სრული რეაბილიტაცია, რაც მის განვლადობას კიდევ უფრო გაზრდის, კომფორტულს გახდის“, - აღნიშნა სოხაძემ.





