გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო უმკაცრესი იქნება იმ პირების მიმართ, ვინ არასრულწლოვნებს გამოიყენებს და დანაშაულისკენ უბიძგებს
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სახელმწიფო უმკაცრესი იქნება იმ პირების მიმართ, ვინ არასრულწლოვნებს გამოიყენებს და დანაშაულისკენ უბიძგებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება გამოიკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ ხდებოდა არასრუწლოვნების ჩართვა დანაშაულებრივ სქემებში და ამას იყენებდნენ ადამიანები სათავისოდ. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო დაუნდობლად მოეკიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც არასრულწლოვნების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
პარლამენტში დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს.




