მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელში X გმობს.
„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას.
ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
Georgia strongly condemns the terrorist attack in Sydney at Bondi Beach during #Hanukkah celebration.
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) December 15, 2025
We send our deepest sympathies to the victims' families and pray for the full and swift recovery of the wounded.





