ლევან მახაშვილი ილონ მასკის განცხადებაზე: არის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, რასაც ჩვენც და ტრამპიც „დიფ სთეითს“ ვეძახით, რომლებიც იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, რასაც ჩვენც და ტრამპიც „დიფ სთეითს“ ვეძახით, რომლებიც იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა ილონ მასკის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს.
„არის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, რასაც ჩვენც და ტრამპიც „დიფ სთეითს“ ვეძახით, რომლებიც იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ოღონდ მთავარი პრობლემა აქ სხვა რამეა. არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ეს პროცესი ხდება გამჭვირვალობის ვალდებულების, არჩევნების გვერდის ავლით. ამიტომ იყო ის გაცხოველებული წინააღმდეგობა საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც საქართველო იღებდა გამჭვირვალობის კანონებს და სხვა ისეთ კანონებს, რომელიც აუმჯობესებდა გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას საქართველოში“, - აღნიშნა მახაშვილმა.




