პაატა სალია: ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
პოლიტიკა

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუ არსებობს ასეთი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს წინააღმდეგ ან არის მითითება ამა თუ იმ მოქმედების განხორციელების თაობაზე, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
„დღის ქრონიკაში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკისრებულ ვალდებულებებს სამართალდამცავი ორგანოები არათუ შეასრულებენ, არამედ ისინი დიდწილად უკვე შესრულებული აქვთ.
„პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება. მოგეხსენებათ, 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო ბატონი გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა ჯერ კიდევ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე იყო დასრულებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომლებსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს და რაც საქართველოს სასამართლოებმა განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
ხაზს გავუსვამ - საქართველოს სასამართლოებს რომ არ დაედგინათ, რომ გარკვეულწილად ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს სარჩელები არც ადგილობრივ დონეზე დაკმაყოფილდებოდა. ცხადია, რომ ადგილობრივ დონეზე და ევროპული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, პროკურატურა გამოძიების ეტაპზე მიიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადგენილი“, - განაცხადა მინისტრმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თითქმის ყოველდღე მოუწოდებდა ALDE-ს, რომლის პოლიტიკური ოჯახის წევრია „ლელო“, გამოეხატა პოზიცია ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტის შესახებ. 9 დეკემბერს კი პაპუაშვილმა ამ თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“.
ამაზე ALDE-ში 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებენ.





