შალვა პაპუაშვილი: 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა მის გუშინდელ პოსტზე, რომელშიც საუბარია პარტიებზე, რომლებიც ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ტერორიზმს არ ემიჯნებიან.
„ALDE-ს წევრმა „ლელომ“ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი მათი თანამებრძოლია, შესაბამისად, არიან ALDE-ს თანამებრძოლები, შესაბამისად, შეგვიძლია ფაქტად მივიღოთ. გავიდა საკმარისი დრო. 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება. ამასთან ერთად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ALDE-ს ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი - ორი ევროკომისარი, რომლებიც საქართველოს საკითხებით არიან დაკავებულები და რომლებსაც აბარიათ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, არიან იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები, რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





