ვლადიმერ ბოჟაძე: „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების საჭიროება განაპირობა ერთადერთმა - რომ კონკრეტული ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებამ არ დაარღვიოს სხვა ადამიანების გადაადგილების უფლება
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ცვლილებების საჭიროება განაპირობა ერთადერთმა - რომ კონკრეტული ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებამ არ დაარღვიოს სხვა ადამიანების გადაადგილების უფლება, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას.
დეპუტატმა განმარტა რას ითვალისწინებს პარლამენტის მიერ განხილული ცვლილებები.
„მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდებოდა საგზაო მონაკვეთის გადაკეტვის აკრძალვას, თუ ამის საჭიროება არ იქნებოდა რაოდენობიდან გამომდინარე. ახლა იგივე შეეხება სავალ ნაწილსაც, მათ შორის ტროტუარსაც, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან, შშმ პირები. პოლიციას ექნება უფლება და საშუალება რომ შესთავაზოს, თუ ამის საჭიროება არ იქნება, სხვა გეზი აქციის ორგანიზატორებს“, - განმარტა ბოჟაძემ.
პარლამენტი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს.





