ლევან მახაშვილი: თუ რომელიმე ქვეყანას, ორგანიზაციას, სახელმწიფოს, საზოგადოების დახმარების სურვილი აქვს, ის უნდა ეთანამშრომლოს სახელმწიფოს და არ უნდა ცდილობდეს შემოვლითი გზებით მუდმივი დაპირისპირების შეტანას საზოგადოებაში
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თუ რომელიმე ქვეყანას, ორგანიზაციას, სახელმწიფოს, საზოგადოების დახმარების სურვილი აქვს, ის უნდა ეთანამშრომლოს სახელმწიფოს და არ უნდა ცდილობდეს შემოვლითი გზებით მუდმივი დაპირისპირების შეტანას საზოგადოებაში, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ქრონიკასთან“.
დეპუტატი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ამერიკა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგია, ევრობიუროკრატები კი საქართველოში ენჯეოებისთვის ფარული დაფინანსების გზებს ეძებენ.
„თუ რომელიმე ქვეყანას, ორგანიზაციას, სახელმწიფოს, საზოგადოების დახმარების სურვილი აქვს, ის უნდა ეთანამშრომლოს სახელმწიფოს და არ უნდა ცდილობდეს შემოვლითი გზებით მუდმივი დაპირისპირების შეტანას საზოგადოებაში. ჩვენთვის მისასალმებელია ამერიკის ახალი პოლიტიკა, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და კატეგორიულად მიუღებელია მარტა კოსის განცხადება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, რომ კანონიერი გზით სწორი, სამართლებრივი გზით შემოიტანონ ფული, მაინც ცდილობს გვერდის ავლით იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც დამხობების, და გადატრიალებების და ცეცხლის დანთების წინა ხაზზე იდგნენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.





