აკრძალული საინფორმაციო იარაღი, რომლის გამოყენების უფლებაც „დიფ სთეითმა“ საქართველოს წინააღმდეგ BBC-ის მისცა და რეალურად რა ტრაგიკული შედეგის მომტანია მომაკვდინებელი „კამიტი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ტყუილი - აკრძალული საინფორმაციო იარაღი, რომლის გამოყენების უფლებაც „დიფ სთეითმა“ საქართველოს წინააღმდეგ BBC-ის, ბრიტანულ მაუწყებელს მისცა.
როგორ და რატომ მიიტანა იერიში BBC-მ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, ამის გარკვევას „იმედის კვირა“ შეეცადა.
ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში, რომელიც 1 დეკემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 2024 წლის ბოლოს, რუსთაველზე მიმდინარე აქციების დასაშლელად სპეცრაზმმა, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. თუ BBC-ის რეპორტიორს და ფილმის ქართველ პერსონაჟებს დავეყრდნობით, საუბარია საქართველოში მცხოვრებ ტერმინატორებზე, რომლებმაც მომაკვდინებელ „კამიტს“ გაუძლეს და მომაკვდინებელ ქიმიურ იარაღს მხოლოდ ერთი თუთიყუშის ბუმბული შეეწირა.
ნახეთ აკრძალული „კამიტის“ ტრაგიკული შედეგი კაცობრიობის ისტორიაში, რათა ზუსტად შეძლოთ აღქმა, რა მასშტაბის პროვოკაციასთან და ბოროტ ტყუილთან გვაქვს საქმე - დეტალები სანდრო გამსახურდიას სპეციალურ რეპორტაჟში.




