თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის ფილმზე: სამარცხვინოდ დამთავრდა სპეცსამსახურის ცნობილი ოპერაცია „მელოტი თუთიყუში"
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება.
შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მორიგი ოპერაცია „მელოტი თუთიყუში“ სამარცხვინოდ დასრულდა.
„სამარცხვინოდ დამთავრდა სპეცსამსახურის ცნობილი ოპერაცია „მელოტი თუთიყუში". რომანის წერას ვიწყებ - ჯეიმს ბონდიდან ინგა გრიგოლიამდე.“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად კი გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, რომელთაგან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.





