05 დეკემბერი 2025, 09:16
პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გრანტების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გრანტების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.
ცვლილებათა პაკეტით ხორციელდება ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.





