04 დეკემბერი 2025, 19:44
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაზიარება
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სიროჯიდინ მუხრიდინის შეხვედრა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა აზიისა და ევროპის დაკავშირებადობაში და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს სატრანზიტო გადაზიდვების საკითხში.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





