02 დეკემბერი 2025, 09:03
შალვა პაპუაშვილი: როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან? იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს - ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
ახლა არის მარტივი კითხვა - როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან?, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს - ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?“, - დასძენს პაპუაშვილი.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.




