გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის საწინააღმდეგო კამპანიაზე: გამორიცხულია, რომ მათ არ ესმოდეთ იმ ინვესტიციის მნიშვნელობა, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში - ესმით, მაგრამ არ აწყობთ
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიცია „ომის პარტიის“ მარიონეტია.
„გამორიცხულია, რომ მათ არ ესმოდეთ იმ ინვესტიციის მნიშვნელობა, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში - ესმით, მაგრამ არ აწყობთ. ისინი მარიონეტები არიან „ომის პარტიის“ ხელში, სადაც ფიქრობენ, რომ დასუსტებული, ეკონომიკურად წელში გატეხილი საქართველო მათთვის ხელში უფრო ადვილად ჩასაგდებია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციამ, კერძოდ პარტია „ლელომ“ 6.6 მილიარდიანია პროექტი ჯერ არაბიზაციის დაწყების პროცესად შერაცხა, შემდეგ ქვეყანაში მეჩეთების აშენების დეზინფორმაციული პროპაგანდა დაიწყო, ამჯერად კი, აცხადებს, რომ საერთოდ, არავითარი ინვესტიცია არ არსებობს.
ექსთანაგუნდელებისგან განსხვავებით, საპირისპირო მოსაზრება აქვს „ლელოს“ ყოფილ პოლიტსაბჭოს წევრს. საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიცია შავრაზმულ ნარატივს იყენებს, თითქოს არაბები ჩამოვლენ და ქვეყანას წალეკავენ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ტყუილი და სისულელეა და თუნდაც 5 და 10 ათასი არაბის დროებით საქართველოში შემოსვლა, ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს.





