გიორგი ვოლსკი: პეტერ ფიშერი იტყუება, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, ყველაფერი შედეგებით უნდა ავწონოთ
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პეტერ ფიშერი იტყუება, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, ყველაფერი შედეგებით უნდა ავწონოთ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია.
„ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იტყუება, როცა ამბობს, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, ვინაიდან, შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ცეცხლი ქუჩებში, „მოლოტოვის კოქტეილები“ და საკმაოდ სერიოზული დაფინანსება, რომელსაც ბოროტების, დანაშაულების ჩამდენი ადამიანები იღებენ, ზოგი არასამთავრობოების და ზოგი პირდაპირ დაფინანსების მეშვეობით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.





