გიორგი ვოლსკი: ახალა რაც ხდება საქართველოში, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება იმ სტრატეგიისა, რასაც „დიფ სეითი“ მსოფლიოში აწარმოებს
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„დიფ სთეითმა“ რომელმაც კონკრეტულ მიზნად მართვის თავისებური სისტემის შექმნის ამოცანა დასახა, ფსონი დადო გარკვეული უპირატესობების მოპოვებაზე სხვადასხვა რეგიონში, - განაცხადა გადაცემაში დღის ქრონიკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
მან საქართველოში „დიფ სთეითის“ გავლენაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შუა დერეფნის კონტროლი წარმოადგენს უშველებელ მექანიზმს, რომლითაც იმართება ენერგორესურსების თუ სხვა საქონლის მოძრაობა აზიიდან ევროპაში.
„მიმდინარეობს ბრძოლა გავლენებისთვის, ენერგო რესურსებისთვის, ძვირფასი წიაღისეულისთვის, რაც მსოფლიოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახალა რაც ხდება საქართველოში, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება იმ სტრატეგიისა, რასაც „დიფ სეითი“ მსოფლიოში აწარმოებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.





