სასამართლო: ლესკოდრონი ირიბად არწმუნებდა ივანიშვილს, რომ ბანკი არ აპირებდა სადაზღვევო პოლისის აქტივების თაღლითურად მართვას. ეს განცხადებები იყო ცრუ და ბატონი ლესკოდრონისთვის ცნობილი იყო მათი სიცრუე
პოლიტიკა

ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, Credit Suisse-ს შორის ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა.
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ 68-გვერდიანი გადაწყვეტილება ორშაბათს გამოაქვეყნა.
„მთავარმა მოსამართლემ დაადგინა, რომ საინვესტიციო პოლისებში ინვესტიციის რეკომენდაციით, ბატონი ლესკოდრონი (CS Life-ის სახელით) ირიბად არწმუნებდა ბატონ ივანიშვილს, რომ ბანკი (თავად ბატონი ლესკოდრონის ჩათვლით) არ აპირებდა სადაზღვევო პოლისის აქტივების თაღლითურად მართვას. ეს განცხადებები იყო ცრუ და ბატონი ლესკოდრონისთვის ცნობილი იყო მათი სიცრუე და მიზნად ისახავდა მოსარჩელეების პოლისების დადებისკენ წაქეზებას და მართლაც ასე მოხდა. ამ სააპელაციო საჩივარში ეს დასკვნები არ არის სადავო“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.





