საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 66-ე ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, 6 თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს. ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა და ასევე, მაღალი დონის შეხვედრები.
შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.





