21 ნოემბერი 2025, 08:51
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონის პროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, ისევე, როგორც გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევაზე სახდელის ზომები მკაცრდება.





