21 ნოემბერი 2025, 08:18
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
სხვა ცვლილებებთან ერთად, ერთ-ერთი ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ეხება, რომლებსაც საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად, 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ, ვინაიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და გარე ჩარევების პრევენციაა.





