ვარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/კადრი
როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე ორგანიზებულ შეტევას გამოეხმაურა.
„ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები] მიზანმიმართულად ახორციელებენ ძალადობას არა მხოლოდ სპორტსმენებზე, არამედ ნებისმიერ იმ ადამიანზე, ვინც ცდილობს, რომ ქვეყნისთვის კარგი გააკეთოს. როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.





