20 ნოემბერი 2025, 09:08
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებებს განიხილავს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებებს განიხილავს.
ინიციატივის მიხედვით, აიკრძალება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობების დამზადება, შეძენა, შენახვა ან გაყიდვა. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური ან ხმოვანი - იგივე აკუსტიკური იარაღის დამზადება, შენახვა, შეკეთება, ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ინიციირებული ცვლილებები საზოგადოებაში უსაფრთხოების დონეს გაზრდის.





