ევროპარლამენტის წევრი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: დასავლეთში მიაჩნიათ რომ ღირებულებებზე მონოპოლია გააჩნიათ და ყველა უნდა მოერგოს მათ, რაც საქართველოში რიგი ელჩების ქცევიდან ჩანს. ეს არის წმინდა პოსტ კოლონიალური მიდგომის ნიმუში
პოლიტიკა

იან პრაუდი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
დასავლეთში მიაჩნიათ რომ ღირებულებებზე მონოპოლია გააჩნიათ და ყველა უნდა მოერგოს მათ, რაც საქართველოში რიგი ელჩების ქცევიდან ჩანს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ევროპარლამენტის წევრმა, დიპლომატმა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.
მისივე თქმით, ეს არის წმინდა პოსტ კოლონიალური მიდგომის ნიმუში.
„მე არ ვამბობ რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს საქართველომ, უბრალოდ მიმაჩნია რომ არის რიგი საკითხები რომელიც არ უნდა მოითმინო. ამის ნება არ უნდა მისცეთ. თქვენ ხართ სუვერენული სახელმწიფო. სახელმწიფოთა სუვერენიტეტი კი თანაბარია“, - აღნიშნა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.





