მესამე დღეა, „ჰერტის სკოლა“ გახარიას საქმიანობასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ოფიციალურად ისევ ბუნდოვანია, რას მოიცავს გიორგი გახარიას საქმიანობა „ჰერტის სკოლაში“ - მესამე დღეა, „ჰერტის სკოლა“ გახარიას საქმიანობასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
გერმანიაში გაქცეული, ბრალდებული გახარია პარტიული საქმიანობისთვის „ჰერტის სკოლის“ საფარქვეშ ფინანსდება. სკოლას კი მჭიდრო კავშირი აქვს ტრამპის მიერ მხილებულ NED-თან.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პარტნიორებმა ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია დაასაქმეს. ის „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.





