15 ნოემბერი 2025, 20:14
აქვს თუ არა „ჰერტის სკოლას“ გიორგი გახარიას დასაქმებაზე პასუხი - ბრალდებული სტიპენდიატი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

გიორგი გახარია
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
გაზიარება
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხო ქვეყნის სტიპენდიის მოპოვება გიორგი გახარიამ მოახერხა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უცხოელი დამკვეთები საკუთარ მოკავშირეებს ძველი სქემებით ასაქმებენ. ახლა უკვე ბრალდებული პრემიერის დასაქმებაზე გერმანიაში იზრუნეს. იზრუნა ორგანიზაციამ, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის მიერ არაერთგზის გაკრიტიკებულ NED-თან.
აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიას საკვლევი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია. აქვს თუ არა „ჰერტის სკოლას“ ბრალდებული პრემიერის დასაქმებაზე პასუხი, რატი მეტრეველი გიამბობთ.





